გამოცემა "Rolling Stones"y-ის ინფორმაციით, ჯგუფი "Aerosmith"-ის ლიდერი სტივენ ტაილერი სერიოზულად ავადმყოფობს.
სამი წლის წინ, ამჟამად 67 წლის მუსიკოსს ექიმებმა ცე ჰეპატიტი აღმოუჩინეს. ტაილერმა მუსიკალური მოღვაწეობა არ შეწყვიტა, პარალელურად კი მკურნალობა დაიწყო.
"მე აღმომაჩნდა ცე ჰეპატიტი, რომელიც ჩემს ორგანიზმში ყველანაირი სიმპტომის გარეშე კარგა ხანია არსებობს.
ყველანაირად ვცდილობ, ეს ავადმყოფობა დავამარცხო. ექიმები მეუბნებიან, რომ თუ მინდა დიდხანს ვიცოცხლო, მაშინ მათ მითითებებს უნდა დავემორჩილო.
გაგიკვირდებათ და კარგი პაციენტი აღმოვჩნდი. ცოტა ხნის წინ გამოკვლევაზე ვიყავი და ექიმების მტკიცებით, თუ ასე გავაგრძელე, მომავალ წელს საშიში ვირუსისაგან საერთოდ გავთავისუფლდები." – განაცხადა სტივენ ტაილერმა.