ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ოთხი პირი დააკავა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი დაბა ნასაკირალში მცხოვრებია. უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ოთხი პირის დაკავება დასტურდება.
"მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთში დაკავებულია ოთხი პირი. დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ," – გვითხრეს პრესსამსახურში.
გუშინ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში საპოლიციო კონტროლის დროს ორი პირი იყო დაკავებული, მათ შორის სირიაში მყოფი ბადრი ირემაძის ახლობელი. მაგრამ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურეს