ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანებს არ ატარებენ.
"ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიდი სატვირთო მანქანების მოძრაობის გამო და იქნებ ვინმე მოგვხედოს. " – ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მისივე თქმით, მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდება.
" ახლა არ ვიმყოფები ოზურგეთში. საქმიან შეხვედრაზე ვარ. აქციის მონაწილეებს აუცილებლად შეხვდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ჩემი მოადგილეები. "- გვითხრა გურიის გუბერნატორმა.
ჩვენი კოპესპონდენტი ჟანა მეგრელიშვილი ადგილზე იმყოფება და აქციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.