საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "ვალეს" მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ "ვალეს" გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 5 400 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით.