ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, გადაწყდა რომ 31დეკემბრის ღამეს და 1 იანვარს დაბადებული ახალშობილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ, რომელზეც გარკვეული ოდენობის თანხა იქნება დარიცხული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის თქმით, ამ პროექტისთვის გამოყოფილი იქნება 1000 ლარი, მაგრამ თუ ოთხზე მეტი ბავშვი დაიბადება, ბიუჯეტში აუცილებლად მოხდება ცვლილება.
გია მამაკაიშვილმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ხუმრობით თქვა, ეს ფული რომ ოჯახისთვის გადაგვეცა, მამა აუცილებლად შამპანურის ყიდვაში დახარჯავდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბარათზე ჩაგვერიცხა თანხა.
მისივე თქმით, ამ სასაჩუქრე ბარათით, მშობლები შეძლებენ ბავშვისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ. ინიციატივა ერთჯერადი იქნება.