"ცოტა ხნის წინ, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ვერ წარმოიდგენდა ვერცერთი ოზურგეთელი, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აირჩევდა დეპუტატს!"– ამბობს მედიის წარმომადგენლებთან "თავისუფალი დემოკრატების" წევრი თემურ სალუქვაძე.
მისი თქმით, ხელისუფლება, არა მარტო გურიას, არამედ მთელ საქართველოს თავაზობს ნოვაციას, რომლის შედეგად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე , ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, დაჩეხილ და ხელოვნურად დაყოფილ საქართველოს მივიღებთ!
" მოკლედ, ამ ახალი გადანაწილებით, ოზურგეთი იქნება ერთი საარჩევნო ოლქი, რომლის შემადგენლობაში არ დარჩება 5 სოფელი: შრომა, ჯუმათი, სილაური, ნაგომარი, ძიმითი და ისინი დაემატებიან მეორე ოლქს, ჩოხატაური+ლანჩხუთის ერთობას! მართლა პარადოქსია, რასაც ხელისუფლება , საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, თავისი არსებობის მეოთხე, საოცნებო წელს სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას! წინ, მართლაც მნიშვნელოვანი საარჩევნო 2016 წელი გველოდება." – ამბობს თემურ სალუქვაძე.


































































