საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2015 წლის 4 დეკემბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში.