რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ერთგვარი გამოკითხვა ჩატარდა და შოუ-ბიზნესში მოღვაწე ის პიროვნებები გამოავლინეს, რომლებიც საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს – ძაღლებს ცუდად ეპყრობიან.
ამ საინტერესო რეიტინგის სათავეში მომღერალი ბრიტნი სპირსი აღმოჩნდა. ორი თვის წინ ქალბატონ ბრიტნის ჩიხუახუას ჯიშის ძაღლების, კასისა და ლაკის მოვლა-პატრონობა მობეზრდა და ისინი სახლიდან გააძევა.
ამერიკაში ცხოველების არაერთი მოყვარული ცხოვრობს. კასი და ლაკი უპატრონოდ არ დარჩნენ, მათი „მზრუნველი დედიკო“ – ბრიტნი სპირსი კი ადგილობრივმა საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა.
რეიტინგის მეორე ადგილი ცნობილმა ქალბატონმა პერის ჰილტონმა დაიკავა. ძაღლებს ისიც უდიერად ეპყრობა და მხოლოდ აქსესუარების რანგში სჭირდება.
ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მესამე გახლდათ. მან თავისი პიტბული გაურკვეველი მიზეზის გამო სახლიდან გააგდო.
ძაღლის საუკეთესო პატრონად ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი დასახელდა. მას ერთდროულად ხუთი ძაღლი ჰყოლია და არც ერთ მათგანს ცივ ნიავს არ აკარებს.
საინტერესოა, ანალოგიური გამოკითხვა საქართველოშიც თუ ჩატარდება? ჩვენი ქვეყანა ცხოველების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებით ვერ დაიკვეხნის. ამისი მაგალითი, ქუჩებში მომრავლებული მაწანწალა ძაღლებისა და კატების გაზრდილი რაოდენობაა.