თბილისის ცენტრალურ რაიონში, ბუკიას ბაღთან გაჩერებულ ატომანქანაში სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ამ წუთებში ავტომანქანა განაღმულია, მაგრამ ადგილზე მაინც რჩებიან სამართალდამცავები. რაც შეეხება ავტომობილს, ადგილობრივი მოსახლეობა მისი მფლობელის ვინაობას ასახელებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას სამართალდამცავები არ ახმაურებენ.
ძალოვანი უწყებები ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობას ვერ ხედავენ.