ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხელი მოაწრეს ღია წერილს, რომლის ადრესატები ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები არიან. ისინი საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ.
"დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობოდ მინიჭება უკრაინისთვის – ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელმაც ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გამოკვეთილ სფეროებში – აირეკლავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ერთგულებას აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ, რაც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის ეს ასოცირებული პარტნიორები. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინის და საქართველოს მიზანსწრაფვას, გააგრძელონ რეფორმების გზა, რაც ამ ქვეყნებში ხელს შეუწყობს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს."
ამასთან, პარლამენტარები აცხადებენ, რომ "ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ."