იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯები გადადგა.
"ჩვენ დაველოდეთ უკრაინიდან ოფიციალურ ნოტას, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება ფარსი არ იყო. ამის შემდეგ მივეცით ერთთვიანი ვადა, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა, მაგრამ მან ამ უფლებით არ ისარგებლა. ჩვენ გადავდგით დროული, სწორი, პროცედურული ნაბიჯები," _ განაცხადა თეა წულუკიანმა 20/30-ის პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით ახლა საქართველოს მთავრობასა და სააკაშვილს შორის უკრაინა დგას.
"სააკაშვილი ახლა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას სხვა სახელმწიფო იცავს და ჩვენი დაცვის ქვეშ აღარ იმყოფება. თუ მისი ბრალი სასამართლოში დამტკიცდება და გადმოცემის საკითხი დადგება, ჩვენგან უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე მანამდე. როცა შენი მოქალაქეა და მის გადმოცემას ითხოვ, შედარებით ადვილია. ახლა კი, მასსა და ჩვენს შორის უკრაინის სახელმწიფო დგას, როგორც დამცველი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.