„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.
კონფერენციაზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით ყიფიანი აირჩიეს და ბიუროს წევრები დაამტკიცეს.
დღესვე დაამტკიცეს ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საოლქო ორგანაზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები.