სოციალურ ქსელში პირადობის მოწმობის საინტერესო ფოტო გავრცელდა. როგორც ირკვევა, ჩვენი თანამემამულეების რიგებში თბილისში დაბადებული ქალბატონი – სახელად ზიმალეტაც ყოფილა.
არგელოდი, ელშუქი, ფიზიკა, არგენტინა, მაჯობე და სხვა უცნაური სახელების გახმაურების შემდეგ თითქოს ძნელი იყო უცნაურ სახელს გავეკვირვებინეთ, თუმცა როგორც ჩანს ვცდებოდით.
ახლა საკითხავი ისაა, რის საპატივცემულოდ დაერქვა ქალბატონს ეს სახელი?!