კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.
“კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა!
“ქართული ოცნების” ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!
გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, “ოცნების” კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!
ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!”_ წერს მამუკა ხაზარაძე.