ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ, ჩეშირის საგრაფოში მდებარე ჰადლი ჰოლის საფერმერო მეურნეობა 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა.
20 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაჭიმული მეურნეობა, თავისი საფერმერო სახლით, მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებული ერთსართულიანი ნაგებობით, სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, საკმარისი თანხები კი ელიზაბეთ მეორის ოჯახს არ გააჩნდა, ამიტომაც გადაწყდა ფერმის გაყიდვა.
გარდა ამისა, ამჟამად იყიდება ჰადლი ჰოლის მეზობლად არსებული ორი მიწის ნაკვეთი, 6 და 13-ჰექტარიანი, რომელთა ფასი აუქციონზე 90 და, შესაბამისად, 150 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.