ცნობილი მუსიკოსი ჯონ ბონ ჯოვი ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან არსებული საბჭოს წევრი გახდა.
საბჭოს საქმიანობის სფეროა სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხი.
ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია, რომ სიმპათიითაა განწყობილი დემოკრატიული პარტიისა და კერძოდ, ბარაკ ობამას პერსონის მიმართ.
საინტერესოა, რომ ბონ ჯოვი არ არის შოუ-ბიზნესის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ ორგანიზაციაში ასევე საქმიანობენ მსახიობი სარა ჯესიკა-პარკერი, კომიკოსი კალ პენი, ვიოლონჩელისტი იო-იო მა.