უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ახალი მომსახურების ფორმა დაინერგა – "თანამეინახე".
სპეციალური სააგენტო წინადადებას იძლევა, რომ ნებისმიერს შეუძლია, დალიოს კარგ კომპანიაში. შეიძლება, შეუკვეთოთ თანამეინახე უმაღლესი განათლებით, ანეკდოტების მცოდნე, ანდა კარგი მომღერალი.
შეკვეთით ქეიფი ღირს 150 გრივენი, ერთი საღამო, რა თქმა უნდა, სასმელ-საჭმელიც შემკვეთისაა.
"მომსახურება დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლიენტთა უმრავლესობა ქალებია. შეკვეთები საჭიროების მიხედვით კეთდება. არის შეზღუდვა – არავითარი ინტიმი და დათრობა. ადგილობრივი ფსიქოლოგები გვეთანხმებიან, რომ ასეთ მომსახურებას შეუძლია, ადამიანს მძიმე წუთები ადვილად გადაატანინოს", – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.