ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკვე დაიწყო იმაზე საუბარიც, ვინ დატოვებს მასთან ერთად მინისტრის სავარძელს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე შეცვლის.
როგორც ჯანელიძე "ქრონიკასთან" საუბრისას ამბობს, მას რაიმე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს პაატა ზაქარეიშვილიც.


































































