"ჩვენ გვყავს ძლიერი დიპლომატები და საქართველოს დიპლომატიური სკოლა ძალიან ძლიერია, მაგრამ განახლება გვჭირდება. გვჭირდება ახალი სისხლი", _ ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, დიპლომატებისთვის ორი მთავარი პრობლემა სამედიცინო დაზღვევა და მათი შვილების სწავლის დაფინანსებაა.
"ეს ორი პრობლემა არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ შევარჩიოთ მისიაში გასაგზავნად ის კადრები, ვინც გვინდა.
შეზღუდულები ვართ, რადგან ადამიანები, ვისაც შვილები ჰყავთ, ვერ ახერხებენ წასვლას, რადგან მათ განათლებას ვერ აფინანსებენ. ბევრი კიდევ უარს ამბობს წასვლაზე, რადგან სამედიცინო დაზღვევა არ არის და რისკები მაღალია", – აღნიშნა ჯანელიძემ.