"ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ნათია შარაშენიძე ამბობს , რომ ბიუროს სხდომის დასასრულს სანიშნე ფურცლები ესროლეს. მისი ვარაუდით, ეს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. მაგრამ სიორიძე ამ ინფორმაციას უარყოფს. ინციდენტი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა ასევე, დეპუტატებს ირინა საჯაისა და ნათია შარაშენიძეს შორის.
ამბავი უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ნათია შარაშენიძის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ კარიკატურას, სადაც ბეგი სიორიძეს ქურთუკის ჯიბეში სამი დეპუტატი უზის, მათ შორის საჯაიაც.
შარაშენიძე აცხადებს, რომ ეს დეპუტატები სიორიძეს ყველა იმ საკითხში უჭერენ მხარს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება,
საჯაის და შარაშენიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. საჯაია შარაშენიძეს დაპირდა, წიხლქვეშ გაგიგდებო.
ამის შემდეგ შარაშენიძემ ოთახი დატოვა.