ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატის ნათია შარაშენიძის პრესკონფერენცია იმართება. შარაშენიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს მოხდეს დღევანდელი ინციდენტის გამოძიება, ასევე მას აინტერესებს, რატომ ჩატარდა დღევანდელი ბიუროს სხდომა ბეგი სიორიძის კაბინეტში.
ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მერიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ქალაქ ოზურგეთის მერი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში მუშაობს.