ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრები ჯულაყიძეების 6სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სახლი, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს ავარიულია და შეიძლება ნებისმიერ დროს დაინგრეს:
_ 5 წელი ვთხოვდი ხელისუფლებას დახმარებას. ცოტა ხნის წინ, გამგებლის წარმომადგენლის დახმარებით სახლის გადასახურავი მასალა მოგვცეს, თუმცა, გადახურვა ვერ მოვასწარით.
ახლა, 6 ადამიანს ერთ ოთახში გვძინავს, სადაც წვიმაც აღწევს და თოვლიც. ბავშვები საწოლიდან ვერ დგებიან.
გთხოვთ, დაგვეხმარეთ. სადმე თავშესაფარი მოგვეცით, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ და ბავშვები არ გამეყინოს. სხვა არაფერი გვინდა. არც საჭმელს ვითხოვ და არც ტანსაცმელს, _ მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხათუნა ჯულაყიძემ, რომლებიც მათ ოჯახში "გურია ნიუსის" შეტყობინების შემდეგ მივიდნენ.