დეკემბერი საუცხოო თვეა ციტრუსოვანთა წვენების მოსამზადებლად. მით უფრო, მათთვის, ვინც გურიასა თუ აჭარაში ცხოვრობს.
ავიღოთ მანდარინი, რომელიც წვნიანობიტთ გამოირჩევა. გავფცქვნათ სასურველი რაოდენობით, გამოვაცალოთ კურკაც, თუ აქვს. ჩავჭყლიტოთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. მერე გავწუროთ დოლბანდში და დავდგათ, სანამ კარგად არ დაილექება. გადმოვასხათ სუფთა დარჩენილი სითხე და ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. უკვე მეორედ გაწურული დავრწყოთ და ვთქვათ, არის ხუთი ჭიქა. ვუყოთ სამი ჭიქა შაქარი და ვადუღოთ 20-25 წუთით. მერე ცხლად ჩავასხათ ბოთლებში, დავუცოთ თავი და შევინახოთ გრილ ადგილზე.
ანალოგიურად მოვამზადოთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენიც. მივირთვათ წყალთან შეზავებული, სასურველი რაოდენობით. შეგახსენეთ, რომ ციტრუსოვნებში დიდი რაოდენობითაა c ვიტამინი, განსაკუთრებით, მანდარინში.
წვენი შეგიძლიათ მოამზადოთ ასეც _ კარგად დაყვითლებული ფორთოხლის თუ ლიმონის ქერქი ძალიან თხლად შემოვაცალოთ ნაყოფს, დავაქუცმაცოთ წვრილად და ჩავყაროთ ქილაში. თუ ქილა ლიტრიანია, ავიღოთ 6 ჭიქა წყალი, 6 ჭიქა შაქარი და მოვადუღოთ სიროფი, ასე ნახევარი საათით. მერე ეს დაქუცმაცებული მასა ჩავყაროთ ამ სიროფში, ვადუღოთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ. რომ გაგრილდება, გავწუროთ და შევინახოთ ბოთლებში, გრილ ადგილზე. ხმარების დროს შევაზავოთ გადანადუღებ ცივ წყალთან, სასურველი სიტკბოს მიხედვით.