ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წელს წინასახალწლოდ 39 430 ლარის პრემია დარიგდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მისმა მოადგილემ 2 650 და 2 250 ლარი აიღეს, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა 1 680 -1 680 ლარი, აპარატის უფროსმა – 1500 ლარი,განყოფილების უფროსებმა 1050 – 150 ლარი, სპეციალესტებს კი 850, 700. 650 ლარი ერგოთ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2 650, პირველმა მოადგილემ 2 250, დანარჩენმა ორმა მოადგილემ – 2100 -2100 ლარი აიღეს, სამსახურს უფროსებს – 1 680 – 1 680 ლარი ერგოთ, განყოფილების უფროსბეს 1050 ლარი, სპეციალისტებმა 850 , 650, 750 ლარი მიიღეს, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებმა 1000 – 1000ლარი, ხოლო სპეციალიტებმა 650 -650 ლარი მიიღეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურში სულ _ 8650 ლარი დარგიდა, ინფრასტრუქტურის სამსხაურში – 11 680 ლარ, საფინანსო -საბიუჯეტო სამსახრში – 11 830, აუდიტის სამსხაურმა- 3 230 ლარი, ადმინისტრაციაში – სულ 15 750 ლარი დარიგდა, იურიდიულ სამსახურში – 6 080 ლარი, ეკონომიკის სამსახურში – 5 480 ლარი, კულტურის სამსახურში – 7 630 ლარი ,იირეს, სამხედრო სამსახურმა – 6 130 ლარი, ხოლო სოფლების ტერიტორიულ რწმუენბულებსა და სპეციალიტებზე სულ – 57 250 ლარის პრემიაა გაემული.
სულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ წინასაახლწლოდ 184 370 ლარის პრემია გასცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია სოლიდური პრემიების გაცემასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
"აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა გასული წლის ბიუჯეტის გეგმა შემოსავლების ნაწილში, გადაჭარბებით (2 მილ. ლარის ოდენობით) შეასრულა. 100% -ანი შესრულება დაფქისირდა ბიუჯეტის ყველა მუხლში, მათ შორის ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ექსპოლატაციის მიმართულებით, სამჯერ გაიზარდა წლის განმავლობაში სოციალური გასაცემლები. საკუთარი შემოსავლების ზრდამ და ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებამ მოგვცა საშუალება წინასაახალწლოდ ერთი თვის თანამდებობრივი სარგო გაგვეცა თანამშრომლებისთვის. თუმცა 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც სასტარტო ნიშნულით, გასულ წლისგან განსხვავებით გაზრდილია და 9 მილიონ ლარს აღმეტება, ჩვენ მაინც უარი ვთქვით პრემირების მუხლზე. წელსაც იმ შემთხვევაში წავახალისებთ თანამშრომლებს, თუ როგორც 2015 წელს, შემოსავლების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა და ბიუჯეტის ყველა მუხლი გადაჭარბებით შესრულდა." – აცხადებს დარჩია.