ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, კურსდამთავრებულების ოქროს და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში 2016 წელს სკოლების სარეაბილიტაციოდ გაიხარჯება 60 000 ლარი.
"ყოველ წელს ვცდილობთ, რომ განათლებას მეტად მივაქციოთ ყურადღება. აქედან გამომდინარე მცირე წვლილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევიტანთ." – თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა სკოლის სიას გადასცემენ თუ რა მდგომარეობა არის.
ინფორმაციისთვის, 2016 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განათლების პროგრამით, გათვალისწინებულია სულ 1 895 500 ლარი. სკოლამდელ განათლებაზე განსაზღვრულია 1 789 300 ლ.ზოგადი განათლების ხელშეწყობისთვის გამოყოფილია 106 200 ლარი. აქედან, წარმატებული აბიტურიენტების წახალისებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 000 ლარი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი "კიბო განაჩენი არ არის" დაფინანსდება 13 800 ლარით, პროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ – 4 900 ლარი.გამოფენების, პროექტ "ეტალონის", ოლიმპიადების, მასწავლებელთა დღის, დედის დღისა და სხვა ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 7 500 ლარი.