სოციალური სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების უფროსი ზურაბ კალანდაძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით, კალანდაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა.
_ ქულა დამაკლდა გამოცდაზე. ახლა, ისევ გამოცხადდება კონკურსი და მონაწილეობას ვაპირებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კალანადძემ.
ამ ეტაპზე სოციალური სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების უფროსის მოვალეობას ილია კილასონია ასრულებს.
მისი თქმით, თანამდებობაზე დროებითაა და კონკურსში მონაწილეობას არ გეგმავს. როგორც გვითხრეს სოციალური სააგენტო რეგიონალური განყოფილებების უფროსების შესარჩევ კონკურსს ორ ეტაპად ჩაატარებს _ გამოცდები და გასაუბრება.