შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან "ჭაშნაგირში" ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს.
ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.