ინტერნეტში 2009 წელს ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა, სადაც იმდროინდელი გარემოს დაცვის მინისტრი და ამჟამად „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“-ს წევრი გოგა ხაჩიძე გარკვეულ პირებს ღიად აგინებს.
ჩვენთან საუბარში ხაჩიძე ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკოსისთვის გინებას მიუღებლად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვიდეო სწორედ მან გაავრცელა.
„მე მოსახლეობას კი არა უმადურებს შევაგინე. როცა 3 სოფელი მუდმივად დახმარებას ითხოვს, როცა ამის გამო პოლიტიკოსი პრემიერს და ყველას შეაწუხებ, 400 ათასს და მეტს რომ გამოაყოფინებ მაგ საქმისთვის, „თავ-პირს აილეწავ“ და 2 თვე გადადგები მაგ საქმეზე, ერთ კილომეტრიან 3 ტერასიან გაბიონს რომ გააკეთებ, საუკუნეები რომ წყალს მიჰქონდა ეს სოფლები და ორ სოფელს რომ სამუდამოდ წყალმოვარდნისგან გადაარჩენს და ერთი ადამიანიც კი არ გამოვა გახსნაზე – უბრალოდ რომ დაინახოს რა გააკეთე… დიახ, აი მაგ დროს ეგ ვთქვი და ვიდეოც მე თვითონ დავდე“.
გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის სტატუსის მიუხედავად, ზემოთხსენებულ სიტუაციაში გინება დასაშვები იყო და მომხდარიდან 7 წლის შემდეგ თავის საქციელს არ ნანობს.
„ასე რომ არ მიმაჩნდეს, ახლა ამ ვიდეოს მე თვითონ არ ავტვირთავდი და არ გავავრცელებდი“ – დააზუსტა ექს-მინისტრმა.
„გინებას რაც შეეხება, იმ ხალხმაც მაგინა, მეც ვაგინე და ასე ჯიგრულად ვართ“ – სიცილით დაასრულა ხაჩიძემ ამ ინციდენტზე საუბარი.