ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ხანძარმა ზაქრო ადეიშვილის სახლი შეიწირა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ცნობისთვის, აღნიშნული სახლი ადეიშვილს რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ შეუძინა. იგი სოციალურად დაუცველია და მარტო ზრდის მცირეწლოვან შვილს.
ზაქრო ადეიშვილის მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გეგმავს დაზარალებულს გარკვეული სახის დახმარება გაუწიოს.