რუსული მას–მედიის მტკიცებით ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს კრივში და ამჟამინდელ რუსეთის დუმის დეპუტატს, 47 წლის ნიკოლაი ვალუევს ბრაკონიერობაში სდებენ ბრალს.
საკუთარ ბლოგზე ვალუევმა არხანგელსკის ოლქში ნადირობისას გადაღებული ფოტოები ატვირთა, სადაც ის მოკლულ დათვთან ერთად არის გადაღებული.
აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ვალუევს არ ჰქონდა უფლება, ენადირა დათვზე და მხოლოდ იხვებზე ნადირობის ნებართვა ჰქონდა.
არხანგელსკის პროკურატურაში უკვე აღიძრა საქმე ბრაკონიერობის მუხლით და სავარაუდოდ, მძიმეწონოსან ვალუევს დიდძალი ჯარიმის გადახდა მოუწევს.