ცოტა ხნის წინ ლუის ჰემილტონის ჟურნალისტებზე ხუმრობა მის გუნდს, "მერსედესს" 150 ათასი დოლარი დაუჯდა.
საქმე ისაა, რომ რეპორტიორები წყლის მოტოციკლზე ამხედრებულ ჰემილტონს უღებდნენ, ავტომრბოლელმა კი გადაწყვიტა, მათ გახუმრებოდა – მოტოციკლით ისე ახლოს ჩაუარა, რომ წყლის შხეფებით გაწუწა ისინი.
ჟურნალისტებს დაუზიანდათ ტექნიკა, ვიდეო და ფოტოკამერები, მობილური ტელეფონები. საკუთარი პილოტის ქმედების გამო კი "მერსედესმა" საჯაროდ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს და მიყენებული ზარალი სრულად აანაზღაურა.