ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დაბა ლაითურში გამართულ დეპუტატის ანგარიშის შეხვედრაზე საუბარი თავმჯდომარით რანგით დაიწყო და დასასრულს კი "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსით დაასრულა.
"2012 წელს სწორედ თქვენი თანადგომით მოხდა, რომ "ნაცმოძრაობის" რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ. როგორც 2012 წელი იყო მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია 2016 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნები. მოგეხსენებათ წელს საპარლამენტო არჩევნებია", _ თქვა დავით დარჩიამ.
მანვე ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რაც "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ განხორციელდა.
დარჩიას თქმით, ყველაზე დიდი თანხა საყოველთაო ჯანდაცვაში დაიხარჯა და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.