შინდი ჩვენში ყველგან არის გავრცელებული და მისი ერთ-ერთი თვისება, რაც ბევრისთვის უცნობია და დაუჯერებელიც _ ყველაზე ადრიანი ყვავილობაა ზამთრის პერიოდიდანვე, ვიდრე დანარჩენი ხეხილოვანი კულტურებისა თუ ყვავილოვანი მცენარეებისა.
შინდი ლამის შემოდგომიდანვე იწყებს ყვავილობას, მისი ყვავილის კვირტები დეკემბერშივე დაბერილია და თუ ზამთრის პერიოდში გვსურს, ჩვენს ოთახში მზისფერი ყვავილი აფრქვევდეს დადებით ენერგიას, შინდის ტოტი სასხლავი მაკრატლით ფრთხილად მოვჭრათ და ჩავდოთ ოთახის ტემპერატურის წყლიან ლარნაკში _ ოთხ დღეში ის ყვითლად გადაიპენტება.
რაც შეეხება შინდის ნაყოფს, მართალია, შინდის მურაბა სხვა მურაბებთან შედარებით მომდევნო პოზიციას იკავებს, თუმცა სიროფი საუკეთესო საშუალებაა გაცივების დროს, ხველებისას. თუ ორი სუფრის კოვზ შინდის მურაბის სიროფს დავაყრით ერთი ჩაის კოვზ სოდას, ავურევთ კარგად და დღეში სამჯერ, ჭამის წინ, მივიღებთ ჩაის კოვზით, ხველა შეგვიჩერდება.
ზოგადად, შინდის მცენარე, ნაყოფით დაწყებული და ფესვით დამთავრებული, ყველანაირად სასარგებლოა _ მერქანი ძვირფასი სარეწი საშუალებაა, კურკის ნახარში ავიტამინოზს შველის, ქერქის ნახარში კი შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა.