ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც თავის სიმსივნით იტანჯებოდა, „iPhone“-ის მეშვეობით გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას „The Independent“-ი ავრცელებს.
ქალაქ რედინგის მკვიდრი მარეკ კრიუგერი თავის ტვინის სიმსივნით იტანჯებოდა, რამაც მისი სხეულის მარცხენა ნაწილის დამბლა გამოიწვია და საწოლიდან ვერ დგებოდა. მარეკი თავის „iPhone“-ს საწოლთან დებდა და ხშირად მის დატენვას დასაშვებზე მეტი ხნის მანძილზე ახდენდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა და მოწყობილობის ბატარეა გადახურდა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. პათოლოგოანატომის ანგარიშის მიხედვით მარეკ კრიუგერმა სხეულის 64 პროცენტის დამწვრობა მიიღო და კვამლში გაიგუდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved