მომხიბვლელი ესპანელი მოდელი ელენ რივასი არ მალავს, რომ მისი ოცნების მამაკაცი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალია.
იგი რაფასთან ღამის გატარებაზე ოცნებობს და მზადაა ყველაფერზე წავიდეს ამ ოცნების ასახდენად.
"არსებობს მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომელიც მე მინდა. ის არის ჩოგბურთელი და მას რაფაელ ნადალი ჰქვია.
მე სპეციალურად გავემგზავრე მელბურნში, მისი თამაში რომ მენახა ავსტრალიის ღია პირველობაზე", – განაცხადა მოდელმა.
სამწუხაროდ ესპანელ მოდელს დიდი ხნის ქომაგობა არ ეწერა, რადგან რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისს პირველივე წრეში დამარცხდა.