გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის არარსებობის გამო რცხვენია და პატიებას ითხოვს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა 5 თებერვალს, ლონდონში ანალიტიკური ცენტრი „Chatham House“-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პროგრესის არარსებობის გამო ჩემ დანაშაულს და სირცხვილს ვგრძნობ. მაგრამ, მეტწილად კონფლიქტის დასრულება ისრაელის ხელმძღვანელობასა და პალესტინელებზეა დამოკიდებული. მე არა კონკრეტული ქვეყნებისთვის, არა კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის, არამედ მთელი რეგიონის ხალხისთვის ვმუშაობ“ – აღნიშნა პან გი მუნმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved