"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად სოსო ფალელაშვილი სახელდება. სოსო ფალელაშვილი "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე იყო. მან ეს თანამდებობა 2016 წლის 4 იანვარს დატოვა და ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა.
" ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ თანამდებობაზე.მივიღე გადაწყვეტილება ვიყო დამოუკიდებელი დეპუტატი. არანაირი დაპირისპირება არ მქონია პარტიის წევრებთან."
სოსო ფალელაშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს, აპირებს გახდეს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე.
"ორშაბათს შევხვდებით საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი ერთმანეთს და გადაწყვეტილებას ერთმანეთთან დიალოგის შემდეგ მივიღებთ"- გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს სოსო ფალელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 5 თებერვალს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ოთხი კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები ეყოლება.