პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ფაქტობრივად მიწის ექსპოპრიაციას ითვალისწინებს.
ვიქტორ დოლიძის აზრით, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე ინიცირებული პროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ეხება, არის მანკიერი პროექტი. დოლიძე მთავრობას მოუწოდებს დაფიქრდეს, სანამ ამ რეფორმას განახორციელებს.
"პარლამენტში შემოვიდა აბსოლუტურად მანკიერი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს. მთავრობას სურს, რომ დაუკანონებელი მიწები სახელმწიფოს გადასცეს და საერთოდ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მამაპაპისეული დროიდან მოყოლებული ფლობენ ამ მიწებს. ეს არის კაბალური, არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ამის მაქსიმალური პრევენცია უნდა გავაკეთოთ", – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
.