ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე მიიჩნევს, რომ ქალბატონების პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია. ამ თემაზე მამალაძემ G_News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე" ისაუბრა, რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი ქალბატონია. ორი კომისიის თავმჯდომარეა, ორი _ ფრაქციის, ერთი კიდევ სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი და ისინი ძალიან დატვირთულები არიან. ძალიან ბევრს მუშაობენ. ყოველთვის დახვეწილი პროექტები შემოაქვთ.
აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური, რომ თვითონ ქალბატონებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ _ ისინი კვოტის გამო არ არიან დასაქმებულები. მუშაობენ იმიტომ, რომ აქვთ სტატუსი, არიან ნიჭიერები და საზოგადოებას თავიანთ სათქმელს ეუბნებიან.
არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც ჩემს კოლეგა ქალბატონებს იმის თქმას, რომ ისინი კვოტის გამო არიან დასაქმებულები, რადგან კომისიის თუ ფრაქციის თავმჯდომარეები მათი სოციალური სტატუსის, დამსახურების გამო გახდნენ, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს აპარატში 14 ადამიანია დასაქმებული და აქედან 8 ქალბატონია:
_ სამი განყოფილებაა აპარატში და აქედან, მხოლოდ ერთ-ერთის ხელმძღვანელია მამაკაცი, _ თქვა მამალაძემ.
გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლია ამ ლინკზე