CNN თავისუფალი სირიის სარდალთან, ამბოხებულების ლიდერთან და ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენთან, ბაშარ ალ-ზოუბთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ინტერვიუში მეამბოხეების მეთაურმა აღნიშნა, რუსეთი ჩრდილოეთ სირიის გარდა საომარ ქმედებებს სამხრეთ სირიაშიც ახორციელებს და თუ რუსეთი საჰაერო იერიშებს არ შეწყვეტენ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაეკისრება.
"თუ რუსეთი საჰაერო იერიშებს არ შეწყვეტს ჩვენ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგებით, რომლის თავიდან აცილებაც ამერიკის შეერთებულ შტატების პასუხისმგებლობაა, რადგან მხოლოდ მათ შესწევთ ძალა რუსეთი შეაჩერონ", _განაცხადა ალ-ზოუბმა.
თავისუფალი სირიის სარდლის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს სირიელების დასახოცად მწვანე შუქი აუნთო.
"საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი დუმილით რუსეთს სირიის მოსახლეობის დასახოცად მწვანე შუქი აუნთო, "_აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, რუსეთი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ალ-ზოუბის განცხადებით, მის რეალურ სამიზნეს სირიის ხელისუფლების ოპოზიცია წარმოადგენს.
"მათი საჰაერო დარტყმები სირიის ხელისუფლების ოპოზიციისთვისაა გათვლილი,"_ განაცხადა ზოუბმა.





























































