EURONEWS-ის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, სარკოზს 2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი დასახარჯი თანხების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარიმა პარტიას უნდა გადაეხადა, თუმცა ახლა აპირებენ, რომ ჯარიმა სარკოზს გადაახდევინონ.
როგორც სარკოზი აცხადებს, მას ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებით არ ჰქონდა.






































































