№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მესამედ ზვიად თენიეშვილი გახდა და ის კომისიას ხუთი წლის ვადით უხელმძღვანებს.
არჩევნებში მონაწილეობდა კომისიის ხუთი წევრი: ნათია ცეცხლაძე, ელგუჯა ჩხატარაშვილი, თეიმურაზ კაჭარავა, თამთა გიორგაძე და ზვიად თენიეშვილი.
კომისიის სხდომაზე მხოლოდ ზვიად თენიეშვილის კანდიდატურა დასახელდა და აქედან გამომდინარე ის მესამედ გახდა კომისიის თავმჯდომარე.
№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა ჩხატარაშვილი გახდა, ხოლო მდივანი ნათია ცეცხლაძე.


































































