ალ-შაბიბი მთავარი მზვერავის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპვას არ ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ალ-შაბიბში აცხადებენ, კენია ალ-შაბიბის მთავარი მზვერავის სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
კენიის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 თებერვალს სომალში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს მუჰამედ კარატე და ალ-შაბიბის 10 მეთაური დაიღუპა.






































































