ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი დარწმუნებულია, რომ ევროპელი ლიდერები დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას შევძლებთ, ის ევროკავშირის კონსტრუქციული და აქტიური წევრი იქნება,"_განაცხადა იუნკერმა.
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა გერმანიისა და ევროკავშირის ინტერესებში შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხი ბრიუსელში გამართულ სამიტზე გადაწყდება.






































































