ევროვიზიის კონკურსში უკრაინის მონაწილეობის მიზანი რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროვიზიაზე უკრაინის სახელით თათარი მომღერალი ჯამალა 1944 წელს შექმნილი სიმღერას წარადგენს.
"როდესაც უცნობები მოდიან თქვენს სახლში გხოცავენ და აცხადებენ, რომ დამნაშავეები არ არიან", _ასე იწყება სიმღერა, რომელიც იოსებ სტალინის დროს თათრების მასობრივი დეპორტაციის გამო შეიქმნა და მომღერალმა ევროვიზიის კონკურსზე უნდა შეასრულოს.
როგორც ცნობილია, ევროვიზიის კონკურსის წესები კრძალავს ისეთი სტილის სიმღერებს, რაც პოლიტიკურ შინაარს შეიცავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2009 წლის ევროვიზიის კონკურსზე, საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს კონკურსში მონაწილეობის უფლება სიმღერის ტექსტის გამო არ მისცეს, რადგან ის პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული.
როგორც ცნობილია, ევროვიზიის ფინალური რაუნდი მაისში სტოკჰოლმში გაიმართება.