#5 სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებას მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის (world mime organization) პრეზიდენტი მარკო სტოჟანოვიჩი და საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ. სტოჟანოვიჩმა მსახიობებთან ერთან მსჯავრდებულებისთვის პანტომიმის საფუძვლების, განვითარებისა და მრავალმხრივობის შესასწავლად მასტერკლასი ჩაატარა.
მარკოს სტოჟანოვიჩის ორგანიზაცია პანტომიმის ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს.
შეხვედრაზე თეატრის წარმომადგენელმა ამირან შალიკაშვილმა მსჯავრდებულებს პანტომიმის ისტორიის შესახებ ესაუბრა და სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტების ჩვენება მოაწყო. გარდა ამისა, სტოჟანოვიჩმა მსჯავრდებულებს პანტომიმის მოძრაობებიც ასწავლა.
"ჩემთვის ეს შეხვედრა ემოციური იყო. მსგავსი გამოცდილება არ მქონია. დახურულ სივრცეში ვიპოვე ხელოვნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულებში დიდი და მდიდარი სამყარო დავინახე", _ განაცხავა მარკო სტოჟანოვიჩმა.
ამირან შალიკაშვილის განმარტებით მსგავსი სახის მასტერ კლასი მსჯავრდებულებს რამდენჯერმე ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მათი მონაწილეობით ქართული სტილის ნოველა დაიდგმება.
"დაწესებულებაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მაგრამ ეს მასტერკლასი ძლიან განსხვავებული, ახალი და საინტერესო იყო ჩვენთვის. ვამაყობ რომ ასეთი ცნობილი ადამინის გვერდით ვართ და მის გამოცდილებას ვიზირებთ. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია", _ განაცხადა მსჯავრდებულმა.
(R)