BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთის ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს.
მაუწყებლის ცნობით, მათ ჟურნალ TIMES-ის ორშაბათის ნომერში წერილი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან სერიოზულ საერთაშორისო სავაჭრო გარიგებებს უნდა მოაწეროს ხელი.
"ბიზნესს ევროპის ბაზარზე შეუზღუდავი წვდომა სჭირდება, რომ გაგრძელდეს ინვესტიციების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა,"_ წერია წერილში.
ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები ასევე აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთი იქნება უფრო ძლიერი და უსაფრთხო თუ ევროკავშირის წევრად დარჩება.
როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკება შეძლო, რომლის მიხედვითაც ის ევროკავშრის "სპეციალურ წევრად" დარჩება.