საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდებიან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
როგორც საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნინო გვენეტაძე და ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდებიან.