ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის ორი მსხვილი პროექტის _ "ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი, ლევან დაბრუნდაშვილი ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მან სერიალების გადაღებისას რამდენიმე მილიონი მიითვისა ჭორს უწოდებს:
"რაც ეს ტელეკომპანია არსებობს, ჩემი მისამართით სულ ისმის ჭორები. მთაში ვიყავით წასულები და ეს ინფორმაცია მომივიდა. მეცინება, მეტი რა გითხრათ.
ფული კი არ მედო და ისე კი არ ვმუშაობდი, ვარ კომპანიაში და თვიდან თვემდე ვიღებ ხელფასს, შესაბამისად, მე ვერაფერს ვერ გავფლანგავდი.
ასე რომ ყოფილიყო, ვინ გამაჩერებდა აქ ?!" _ აღნიშნა დაბრუნდაშვილმა.
მისივე თქმით, "ჯი-დი-ეს“-ი კომერციული არხი უნდა გახდეს და ტელევიზიაში მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში მას და მის გუნდს მიეცა საშუალება, რომ სფერო, რომელშიც მუშაობენ, ასე თუ ისე, ფეხზე დაეყენებინათ.
"რამდენი ხანი შეიძლება, ივანიშვილმა ხელფასები გვიხადოს?", _ აღნიშნა რეჟისორმა "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.