https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო დიმიტრი გურიელი, რომლის სასახლეში დღეს ეპისკოპოსის რეზიდენციაა

16:03; 2.03.2016
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის ცენტრში, სასახლე 1873 წელს თავადმა დიმიტრი ქიხოსროს ძე გურიელმა ააშენა.  

 სასახლე თურქულ-აზიურ სტილში იყო, სადაც გურიელი იღებდა უცხოელ სტუმრებს. შენობას იხსენიებს ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე სერგეი მესხი, რომელმაც ის ნახა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს.

"ოზურგეთის მოედანზე… ამჟამად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტეკტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული სასახლე" _ აღნიშნულია მესხის ჩანაწერებში.

მამია მეხუთის გამზრდელი ბიძის, ქაიხოსროს შვილი დიმიტრი გურიელი  გენერალ-მაიორი იყო. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 

1971-1991 წლებში შენობაში განლაგებული იყო მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მას შემდეგ, რაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა სამხედრო დიდების მუზეუმს და მის შენობაში გადავიდა, სასახლის შენობაში გაიხსნა სამლოცველო, შემდგომში კი _ ეკლესია, რომელიც მოქმედებდა 2008 წლამდე, ქალაქის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენებამდე. 2008 წელს შენობა გარემონტდა და ამჟამად აქ არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა განთავსებული.

შემოქმედის საეპისკოპოსო იყო გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია ჯუმათის საეპისკოპოსოსა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოსთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე გიორგი გურიელისა და მისი მეუღლე ელენეს ძალისხმევით. მოიცავდა შუა გურიას (ტერიტორია მდინარეებს სუფსასა და ჩოლოქს შორის).

პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით, შემოქმედში საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და სუფსასა და ჩოლოქს შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.

პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს, 1572 წელს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონი იყო ერთ-ერთი მოთავე შემოქმედის მონასტერში ზარზმის ეკლესიის მშენებლობისა. იქვე შემორჩენილია მისი გამოსახულება. ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე (1635 წლამდე) იყო. მან 1634 წელს გურიაში ჩამოიყვანა ქრისტეფორე კასტელი და სხვა კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე და 1639-57 წლებში. მისი ეპისკოპოსობის დროს შემოქმედის ეკლესია მინაშენით გაფართოვდა.

შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ ის 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყოლეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.

1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე მალაქია II გურიელი დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ მამია III გურიელმა, შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1703-1713).

საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე 1713 წლამდე ბრძანდებოდა. 1713-1775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. ნიკოლოზის მღვდელმთავრობის პერიოდი გამოირჩევა გამოცოცხლებით, ეწეოდა ძველი ჯვარ-ხატების განახლებასა და შემკობას. ნიკოლოზი ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, ის ეხმარებოდა მამია IV გურიელს ერეკლე II-სთან მოლაპარაკებებში მისი ძმის, გიორგი გურიელის წინააღმდეგ. მონაწილეობდა1759 და 1761 წლის საეკლესიო კრებებში.

რუსეთ-ოსმალეთის ომმა 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამოსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი მაქსიმე II გურიაში ჩავიდა და გიორგი V გურიელთან შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.

1788 წელს იოსები ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინეს და შემოქმედელ მიტროპოლიტადაც იხსენიებოდა. 1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა. იოსებ თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1794 წლიდან შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა. 1794-1820 წლებში საშემოქმედლო ყმა-მამული ქაიხოსრო ბატონიშვილმა დაიკავა.

1811-1827 წლებში შემოქმედელი მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ II შერვაშიძე, ქაიხოსრო ერისთავის ძე, მაგრამ ამ დროს შემოქმედში საეპისკოპოსო კათედრა აღარ იდგა და გურიაში მხოლოდ ერთი, ჯუმათის ეპარქია იყო დარჩენილი. შემოქმედის ეპარქიის აღდგენის მცდელობა იყო 1819 წელს, როცა სვიმონ შემოქმედელი დასვეს ეპისკოპოსად, მაგრამ ეს ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, რადგან რუსეთის იმპერიის ინტერესებში არ შედიოდა შემოქმედის ეპარქიის აღდგენა, რამდენადაც მას კურსი ეპარქიების შემცირებისკენ ჰქონდა აღებული.

ნიკოლოზ შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა, ჯუმათის ეპარქია გაუქმდა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა ეპარქია ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ 1833 წელს, შემოქმედის ეპარქია იმერეთის ეპარქიას არ შეუერთეს.

მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვალებამდე, 1842 წლამდე. ასე გაგრძელდა 1844 წლის 1 აპრილს გურიაში ახალი საეკლესიო კათედრა _ გურიის ეპარქია შემოიღეს, კათედრით ჯუმათში. 1857-1858 წლებში გურიის ეპისკოპოსი იოანე იოსელიანი იყო, 1859-1881 წლებში კი გაბრიელ ტუსკია. 1882-85 წწ ეპისკოპოსი იყო ალექსანდრე ოქროპირიძე. 1885 წლის 12 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპარქია გაერთიანდა. 1896-98 წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო ოზურგეთის მაზრის უფროს ოტია დადიანის ძმა ალექსანდრე (გრიგოლი). 1898-1903 წწ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო კვლავ ალექსანდრე ოქროპირიძე.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელდასხმულ იქნა პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. შემდგომ შემოქმედისა და ბათუმის ეპარქიები გაერთიანდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიად.

1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. ეპისკოპოსის რეზიდენცია დიმიტრი გურიელის სასახლეში განთავსდა. 1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსებ კიკვაძე დაინიშნა.

1987-დან 1995 წლამდე გურიაში რვა ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, აჭის, ლიხაურის, კვირიკეთის, დვაბზუს, ჯიხეთის მონასტერი, ჩოხატაურის, უდაბნოს სავანე. დღეს წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის 78 ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025

გრიპის ვირუსის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

მინისტრის პასუხი კაკო ბობოხიძეს- შეგირცხვა ცხვირ-პირი!

ყველა სიახლე

სამართალი

ბიძამ დისშვილი დაჭრა

17:41; 5.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5.01.2026
სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო